weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველომ და აფხაზეთმა საერთო მომავალზე უნდა იფიქრონ – სერგეი შამბა

18:26 ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია. რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“  ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ქართველებსა და აფხაზებს უფრო მეტად პოლიტიკური კონფლიქტი ჰქონდათ, ვიდრე ეთნიკური და დროა საერთო მომავალზე იფიქრონ.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. მაგრამ მე ვარ პირველი, ვინც დავიწყე საუბარი იმაზე, რომ

დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ და საერთო მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. ყველა მეზობელი ქვეყანა ოდესღაც ერთმანეთს ეომებოდა, მაგრამ შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობები უნდა დაალაგო.

 ვფიქრობ, რომ ახლა საჭიროა ასეთი დიალოგი საქართველოსთანაც დაიწყოს. მე ქართველებს მტრად არ მივიჩნევ, საქართველოში მეგობრები მყავს. დიახ, ჩვენ ეთნიკური კონფლიქტი გვქონდა, მაგრამ უფრო მეტად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს ჩარევის დროს მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა, 2008 წელს, მისიის შეწყვეტის შემდეგ, პროცესი შეჩერდა. ახლა საქართველოსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, ჟენევის შეხვედრებია, რომლებიც პერიოდულად იმართება.

„მივიჩნევ, რომ მოლაპარაკების ამ გზის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება“, – აღნიშნა მან.

სერგეი შამბამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც ისაუბრა და საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო ახალი ომი აფხაზეთშიც დაწყებულიყო: „ერთადერთი რამაც აფხაზეთში შემოჭრას ხელი შეუშალა იყო ის, რომ აქ რუსი დამსვენებლები იყვნენ. რუსეთმა, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია, რა შეიძლება მომხდარიყო, აქ ზომები მიიღო“

მისივე თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ყველა საკითხის გადაჭრას ნიშნავს „იმიტომ, რომ დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა“.

„რუსეთთან ერთად შეგვიძლია ჩვენი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრა, იმიტომ, რომ რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზარს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. რა სჭირდება ერს? უსაფრთხოება სჭირდება და ეკონომიკის განვითარება. ასე რომ, ამ გაგებით რუსეთი ჩვენთვის მთელ მსოფლიოს უდრის. რა თქმა უნდა, პრესტიჟულია და ჩვენ თანმიმდევრულად მივაღწევთ სხვა ქვეყნების მხრიდან აღიარებასაც“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]